ბიოსამედიცინო პოლიმერების ქიმია და ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ბიოსამედიცინო პოლიმერების ქიმია და ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  მიზანი: ბიოსამედიცინო პოლიმერების ქიმიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ინჟინერ-ქიმიკოს- ტექნოლოგს მოეთხოვება მრავალი სახის ქიმიურ გარდაქმნათა ერთიან ტექნოლოგიურ სისტემაში შერწყმა, რისთვისაც აუცილებელია სპეციალისტთა ახალი თაობა, რომელსაც ექნება უნარი მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრის ცოდნას მიუსადაგოს მეცნიერ-მკვლევარის ცოდნა, რათა საწარმოო პრობლემური საკითხების გადაწყვეტისას ფართოდ გამოიყენოს ფუნდამენტურ მეცნიერებათა მიღწევები, მსოფლიოში არსებული გამოცდილების კრიტიკული ანალიზის გათვალისწინებით. ეს არის უახლესი პოლიმერული მასალები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინის მიღწევები. პირველ რიგში ეს არის ქირურგიული მასალები, როგორებიცაა გულის სარქველები, ხელოვნური სახსრები, ხელოვნური გული და თირკმელი, ხელოვნური ყური და მკერდი, კონტაქტური ლინზები და სხვა. ყველაფერი ეს მზადდება მდგრადი, ე.წ. არაბიოდეგრადირებადი (არადაშლადი) პოლიმერებისაგან, ვინაიდან მათ უნდა იმუშაონ რაც შეიძლება ხანგრძლივად. მაგრამ არის ქირურგიული მასალები, რომლებმაც ორგანიზმში უნდა შეასრულონ დროებითი ფუნქციები (ქირურგიული ძაფი, ტამპონები, აფსკები, მილაკები, სხვადასხვა კონსტრუქციული მასალები ტრამვატოლოგიისათვის და სხვ.). ასეთ შემთხვევაში იყენებენ ე.წ. ბიოდეგრადირებად (ბიოდაშლად) პოლიმერებს. ეს ბიოსამედიცინო პოლიმერების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა. მეორე დიდი სფერო ე.წ. პოლიმერული წამლები, თვისობრივად განსხვავდება დაბალმოლეკულური წამლებისაგან. ეს განსხვავება გამოიხატება წამლის გახანგრძლივებულ მოქმედებაში, მის დამიზნებულ მიწოდებაში სასურველ ორგანოში, დაბალტოქსიკურობასა და მდგრადობაში, პოლიმერების გამოყენება საშუალებას იძლევა წამალი ლოკალურად (ე.ი. სხეულის ერთ კონკრეტულ ადგილას) მივაწოდოთ მაღალი კონცენტრაციით, ისე რომ მთლიანად ორგანიზმში მისი ჯამური კონცენტრაცია იყოს დაბალი. ეს იძლევა მკურნალობის მაღალ ეფექტს ორგანიზმზე წამლის მძაფრი ტოქსიკური ზემოქმედების გარეშე. ასეთი მიდგომა პერსპექტიულია ავთვისებიანი სიმსივნის ქიმიო-თერაპიაში, ვინაიდან წამლის მიწოდება ხდება უშუალოდ სიმსივნის ამოკვეთის ადგილზე. აქტუალობა: ბიოსამედიცინო პოლიმერების ქიმია და ტექნოლოგია სწორედ ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას: მეცნიერება ტევადი, გარემოსა და რესურსის დამზოგი, მცირეტონაჟიანი, წარმოუდგენლად მაღალრენტაბელური. ასე მაგალითად, აშშ-ში აღწერილია შემთხვევა, როდესაც მოგებამ ერთ ფუნტ (დაახლოებით 0,5 კგ) პოლიმერზე შეადგინა ერთი მილიონი (!) დოლარი. ამიტომაცაა, რომ ბიოსამედიცინო პოლიმერებმა თავისი აქტუალობით გაუსწრეს რადიო-ელექტრონიკასა და ე.წ. მაღალ ტექნოლოგიებში გამოყენებულ პოლიმერებსაც კი!  
სწავლის შედეგი აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მაგისტრს შეეძლება მართოს პოლიმერული საწარმოს ტექნოლოგიური ციკლი, შეიტანოს მასში აუცილებელი ცვლილებები, შეძლოს ძირითადი აპარატურის გაანგარიშება და შერჩევა, კონკრეტულ შემთხვევებში ადექვატური გადაწყვეტილებების მიღება, გუნდში მუშაობა და მისი მართვა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და კვლევის ფიზიკო-ქიმიური მეთოდების გამოყენება, პროექტების მომზადება და განხორციელება.  
დასაქმების სფეროები ფარმაცევტული წარმოება, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ბიო-სამედიცინო პოლიმერების ქიმია და ტექნოლოგია; ბიოტექნოლოგია; ორგანულ ნივთიერებათა ქიმიური ტექნოლოგია; ფარმაცია  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას