კომპიუტერული ქიმია

პროგრამის დასახელება კომპიუტერული ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  თანამედროვე სამრეწველო-ტექნიკური პროგრესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქიმიის მეცნიერების განვითარებასთან, რომლის მიღწევებით სარგებლობს მეცნიერებისა და ტექნიკის უამრავი დარგი. მათ შორის ნავთობქიმია, ფარმაკოლოგია, მედიცინა, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო ტექნიკა, საფეიქრო მრეწველობა,მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმია და ა.შ. იმის გამო, რომ ყველა საბუნებისმეტყველო დარგი (და მათ შორის შესაბამისად ქიმიური მეცნიერებები!) სულ უფრო და უფრო “ზუსტი” ხდება, საჭიროებს მაღალი სიზუსტის მათემატიკურ გაანგარიშებებსა და ქიმიური რეაქციების, თუ საწარმოო პროცესების მათემატიკურ აღწერას. რამდენიმე ათეული წლის წინ ქიმია, როგორც ექსპერიმენტული მეცნიერების დარგი, მოლეკულებს სწავლობდა მათი სინთეზის ან ბუნებრივი წყაროებიდან გამოყოფის გზით. დღეისათვის გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების), გამოთვლითი ქიმიის მეთოდებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მზარდი განვითარების შედეგად, ჩამოყალიბდა ქიმიური მეცნიერების კიდევ ერთი ახალი დარგი – გამოთვლითი (კომპიუტერული) ქიმია, რომელიც არღვევს ბარიერებს ისეთ საბუნებისმეტყველო დარგებს შორის, როგორიცაა ერთის მხრივ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, ხოლო მეორეს მხრივ, მათემატიკა. დღეისათვის კომპიუტერული ქიმიის მეშვეობით შესაძლებელია შესწავლილ იქნას ნაერთი მისი უშუალო სინთეზის ან ბუნებრივი წყაროებიდან გამოყოფის გარეშე. უფრო მეტიც, ნაერთთა ქიმიური თვისებებისა და ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრისათვის საჭირო არ არის ქიმიური ლაბორატორია. ამ უკანასკნელის როლი წარმატებით შეიძლება შეასრულოს კომპიუტერმა. ამასთანავე, გამოთვლითი მეთოდების საშუალებით შესაძლებელია შესწავლილ იქნას მანამდე უცნობი მოლეკულები, შუალედური პროდუქტები, ქიმიური რეაქციების გარდამავალი მდგომარეობის შესაბამისი ნაწილაკები და თვით ბუნებაში არ არსებული, ჰიპოთეზური ნაერთები. ქიმიის ეს სულ ახალი დარგი მძლავრად იკრებს ძალას და პოპულარობას, რისი გამოძახილიც არის ის, რომ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვან უნივერსიტეტში შემოღებულია კომპიუტერული ქიმიის სპეციალობები ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში, დოქტორანტურაში, პოსტ-დოქტორანტურაში, დაფუძნებულია სამეცნიერო ჯგუფები, გამოიცემა რამდენიმე ათეული მაღალი ინფაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალი და სხვა.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს ქიმიკოს–მკვლევარის მომზადებას. სამაგისტრო კურსის დამთავრების შემდეგ მაგისტრანტები აღჭურვილნი იქნებიან ერთის მხრივ გაღრმავებული ორგანული ქიმიის ცოდნით, ხოლო მეორეს მხრივ შეეძლებათ მრავალი ქიმიური ამოცანის კომპიუტერული გზებით გადაწყვეტის საშუალება. კერძოდ, ქიმიური, ქიმიურ–ტექნოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების დაგეგმვა, მიმდინარე რეაქციების კინეტიკის შესწავლა, ქიმიურ რეაქციებში მორეაგირე კომპონენტების გარდაქმნის მიმდინარეობის გზის დადგენა და სხვა  
დასაქმების სფეროები მაგისტრებს საშუალება ექნებათ დასაქმდენენ ნებისმიერ ქიმიურ სამეცნიერო ცენტრში (ან ჯგუფში), ქიმიკოს–მკვლევარად. მათ ასევე შეეძლებათ იმუშაონ როგორც „კლასიკური“ ქიმიკოს–ორგანიკოსისა ან ქიმიკოს–ფიზქიმიკოსის სტატუსით  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა უნდა ჰქონდეს მიღებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი: BSc (Chemistry), BA (Chemistry)  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას