ფიზიკური ქიმია

პროგრამის დასახელება ფიზიკური ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა ადამიანის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ-საწარმოო მოღვაწეობის ინტენსიფიკაცია, რაც მოითხოვს ფიზიკურ-ქიმიური პროცესების ბუნების უფრო ღრმად შესწავლასა და მათ მიზანდასახულ მართვას. ფიზიკური ქიმიის ძირითად დებულებათა გაღრმავევული ცოდნა საშუალებას მისცემს მაგისტრანტს: - სწორედ შეაფასოს და შეირჩიოს თვითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის მასალათა ან ნივთიერებათა, ან სხვადასხვა სახის მოვლენათა შესწავლის მეთოდები და ობიექტურად გაანალიზოს მიღებული კვლევის შედეგები; - მოახერხოს ამა თუ იმ მასალის (ნივთიერების) მიღების, სხვადასხვა სახის პროცესის წარმართვაპროგნოზირება; - მოახერხოს არსებული მასალისა თუ ნივთიერების მისაღებად ტექნოლოგიური პროცესის წარმართვის მრავალმხრივი შესწავლა-დახასიათება, მათი დახვეწა და ოპტიმალური გზების დადგენა. აი სწორედ ამიტომაა აქტუალური ფიზიკური ქიმიის მიმართულებით ქიმიკოს-მკვლევარის მომზადება  
სწავლის შედეგი ფიზიკური ქიმიის მიმართულებით მაგისტრანტი, სამაგისტრო კურსის დამთავრების შემდეგ დაუფლებული იქნება ნივთიერებათა ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ძირითად მეთოდებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას, პედაგოგიგკის საწყისებს, ფიზიკური ქიმიის ყველა ძირითად თავებს, და რაც მთავარია მაგისტრანტებს ექნებათ მიღებული ცოდნის საკვლევ სამუშაოებში გამოყენების ძლიერი ფუნდამენტი.  
დასაქმების სფეროები მაგისტრატურის დამთავრებისა და ქიმიის მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდეგ ამ ხარისხის მქონე მაგისტრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას: - ორგანიზაცია-დაწესებულებებში, კერძო ფირმებსა და კომპანიებში, სადაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის, კერძო ბიზნესის პრიორიტეტული მიმართულებები, საწარმოთა განვითარების პერსპექტივები; - კერძო და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით და საგამოცდო ცენტრებსა და ლაბორატორიებში, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა მასალისა და პროდუქტის მიღების საშუალებათა ძიება და უკვე არსებულთა ხარისხისა და წარმოების მონიტორინგი; - კერძო და სახელმწიფო საწარმოთა ცენტრალურ ლაბორატორიებში ამ საწარმოთაA მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის დადგენის, ტექნოლოგიური პროცესის კონტროლის განსახორციელებლად; - კერძო და სახელმწიფო საწარმოთა ცალკეულ უბნებზე, კონკრეტულ პრობლემატურ საკითხთა გადაჭრისა და მათი წარმოქმნის მიზეზთა დადგენისათვის; - უმაღლეს სკოლებში სწავლების პირველ სტადიაზე (ბაკალავრიატში), სტუდენტებთან ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ბაკალავრი ქიმიური ტექნოლოგია, ბიოლოგიური ტექნოლოგია, პოლიგრაფია, მეტალურგია  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას