ორგანული ქიმია

პროგრამის დასახელება ორგანული ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ატომებისა და მოლეკულების მინიატურულ სამყაროს. ქიმიკოსები ახორციელებენ მათ გარემომცველ სამყაროში შემავალი ნაერთების სტრუქტურულ ანალიზს, სწავლობენ ძალებს, რომელნიც განაგებენ მოლეკულების ურთიერთგარდაქმნებსა და ქიმიური რეაქციების წარმართვას და რომელთა შედეგად მიიღება კაცობრიობის კეთილდღეობის სამსახურში ჩამდგარი ახალი მოლეკულები და მასალები. თანამედროვე სამრეწველო-ტექნიკური პროგრესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორგანული ქიმიის განვითარებასთან, რომლის მიღწევებითაც სარგებლობს მეცნიერებისა და ტექნიკის უამრავი დარგი, მათ შორის ნავთობქიმია. ფარმაკოლოგია, მედიცინა, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო ტექნიკა, საფეიქრო მრეწველობა, მაღალმოლუკულური ნაერთების ქიმია და ა.შ. მაგალითად, ადამიანთა ყოველდღიური მოხმარების საგნები (ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, კვების პროდუქტების შესაფუთი მასალა და მრავალი სხვა) წარმოადგენენ ქიმიკოსის ხელით მიღებულ სინთეზურ ბოჭკოებსა და პოლიმერებს. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ქიმიკოსების მიერ შექმნილია მრავალი ფარმაცევტული პრეპარატი. ინსექტიციდების, კოსმეტიკური და სურნელოვანი საშუალებების, სასუქის და ბოლოს, მაღალტექნოლოგიური მასალების შექმნა არის ასევე ნათელი მაგალითი ორგანული ქიმიის უდიდესი როლისა. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ექსპერიმენტულ ორგანულ ქიმიაში ითვალისწინებს ორ წლიან (120 კრედიტი) სასწავლო პროგრამის გავლას. როგორც პროგრამის დასახელებიდან გამომდინარეობს, სტუდენტები, რომელნიც აირჩევენ აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამას, საფუძვიანად შეისწავლიან თეორიულ და ექსპერიმენტულ ორგანულ ქიმიას. გარდა თეორიული სასწავლო კურსების შესწავლისა, მაგისტრანტები ასევე ჩართულნი იქნებიან დამოუკიდებელ კვლევით სამუშაოში სუპერვაიზერი პროფესორის ხელმძვანელობით.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას თეორიულ ორგანულ ქიმიაში, ამასთანავე, იგი იქნება აღჭურვილი ორგანიკოს–ქიმიკოსის პრაქტიკული უნარ–ჩვევებით. კერძოდ, მას შეეძლება: • ექსპერიმენტის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება • ექსპერიმენტის განხორციელებისათვის საჭირო აპარატურული გაფორმების კომპოზიცია (მონტაჟი) • ორგანული სინთეზის მეთოდის მოძიება ანალოგიის პრინციპების გამოყენებით შესაბამის ლიტერატურულ (ნაბეჭდი და ელექტრონული) წყაროებში • ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ნაერთების გამოყოფა და გასუფთავება • ბუნებრივი წყაროებიდან მიზნობრივი ნაერთის გამოყოფა და გასუფთავება • ორგანულ ნაერთთა ინდივიდულობის დადგენა ფიზიკურ–ქიმიური მეთოდების გამოყენებით • ექსპერიმენტით მიღებული შედეგების გაფორმება სამეცნიერო პუბლიკაციის სახით  
დასაქმების სფეროები მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მაგისტრანტებს მიენიჭებათ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი სპეციალობით «ორგანული ქიმია».მაგისტრის პროფესიული დასაქ მების ობიექტებს წარმოადგენს:
 
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა უნდა ჰქონდეს მიღებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი BSc (Chemistry), BA (Chemistry)  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას