არაორგანული ქიმია

პროგრამის დასახელება არაორგანული ქიმია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მეცნიერების მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ატომებისა და მოლეკულების მინიატურულ სამყაროს. ქიმიკოსები ახორციელებენ მათ გარემომცველ სამყაროში შემავალი ნაერთების სტრუქტურულ ანალიზს, სწავლობენ ძალებს, რომელნიც განაგებენ მოლეკულების ურთიერთგარდაქმნებსა და ქიმიური რეაქციების წარმართვას და რომელთა შედეგად მიიღება კაცობრიობის კეთილდღეობის სამსახურში ჩამდგარი ახალი მოლეკულები და მასალები. თანამედროვე სამრეწველო-ტექნიკური პროგრესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორგანული ქიმიის განვითარებასთან, რომლის მიღწევებითაც სარგებლობს მეცნიერებისა და ტექნიკის უამრავი დარგი, მათ შორის ნავთობქიმია. ფარმაკოლოგია, მედიცინა, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო ტექნიკა, საფეიქრო მრეწველობა, მაღალმოლუკულური ნაერთების ქიმია და ა.შ. მაგალითად, ადამიანთა ყოველდღიური მოხმარების საგნები (ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, კვების პროდუქტების შესაფუთი მასალა და მრავალი სხვა) წარმოადგენენ ქიმიკოსის ხელით მიღებულ სინთეზურ ბოჭკოებსა და პოლიმერებს. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ქიმიკოსების მიერ შექმნილია მრავალი ფარმაცევტული პრეპარატი. ინსექტიციდების, კოსმეტიკური და სურნელოვანი საშუალებების, სასუქის და ბოლოს, მაღალტექნოლოგიური მასალების შექმნა არის ასევე ნათელი მაგალითი ორგანული ქიმიის უდიდესი როლისა. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ექსპერიმენტულ ორგანულ ქიმიაში ითვალისწინებს ორ წლიან (120 კრედიტი) სასწავლო პროგრამის გავლას. როგორც პროგრამის დასახელებიდან გამომდინარეობს, სტუდენტები, რომელნიც აირჩევენ აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამას, საფუძვლიანად შეისწავლიან თეორიულ და ექსპერიმენტულ ორგანულ ქიმიას. გარდა თეორიული სასწავლო კურსების შესწავლისა, მაგისტრანტები ასევე ჩართულნი იქნებიან დამოუკიდებელ კვლევით სამუშაოში სუპერვაიზერი პროფესორის ხელმძვანელობით.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას თეორიულ ორგანულ ქიმიაში, ამასთანავე, იგი იქნება აღჭურვილი ორგანიკოს–ქიმიკოსის პრაქტიკული უნარ–ჩვევებით. კერძოდ, მას შეეძლება: • ექსპერიმენტის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება • ექსპერიმენტის განხორციელებისათვის საჭირო აპარატურული გაფორმების კომპოზიცია (მონტაჟი) • ორგანული სინთეზის მეთოდის მოძიება ანალოგიის პრინციპების გამოყენებით შესაბამის ლიტერატურულ (ნაბეჭდი და ელექტრონული) წყაროებში • ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ნაერთების გამოყოფა და გასუფთავება • ბუნებრივი წყაროებიდან მიზნობრივი ნაერთის გამოყოფა და გასუფთავება • ორგანულ ნაერთთა ინდივიდულობის დადგენა ფიზიკურ–ქიმიური მეთოდების გამოყენებით • ექსპერიმენტით მიღებული შედეგების გაფორმება სამეცნიერო პუბლიკაციის სახით  
დასაქმების სფეროები მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მაგისტრანტებს მიენიჭებათ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი სპეციალობით «ორგანული ქიმია».მაგისტრის პროფესიული დასაქმების ობიექტებს წარმოადგენს:  ქიმიური, ეკოლოგიური, ფარმაცევტული, მეტალურგიული, ნავთობქიმიური და ენერგოქიმიური პროფილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები  სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებები  განათლებისა და წარმოებების სახელმწიფო მმართველი ორგანოები  საკონტროლო-ანალიზური დაწესებულებები, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის ცენტრები «მაგისტრს» შეუძლია დასაქმდეს  ასისტენტად  მეთოდისტად განათლების სისტემაში  მეცნიერ-მუშაკად  სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში  ქიმიკოს-ანალიტიკოსად ქიმიური წარმოების, ეკოლოგიურ, საბაჟო კონტროლის, სანიტარულ-ეპიდემიური და სერტიფიკაციის სამსახურის ლაბორატორიებში  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა მაგისტრატურაში არაორგანული ქიმიის სპეციალობით მიიღებიან ბაკალავრები, რომლებმაც ბაკალავრიატი წარჩინებით აქვთ დამთავრებული. მაგისტრატურაში მიიღება ყველა ის პირი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და აქვს სურვილი უფრო ღრმად დაეუფლოს არაორგანული ქიმიის საფუძვლებს, ასევე ნებისმიერი სპეციალობით ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, რომელსაც მოსმენილი აქვს კურსი და მიღებული აქვს მაღალი შეფასება ზოგად და არაორგანულ ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, ქიმიურ ტექნოლოგიაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობას ერთი წელი ემატება განსხვავებული საგნების შემეცნებისთვის საჭირო დროის და სასწავლო გეგმის მითითებით.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას