ცხიმების გადამუშავების ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ცხიმების გადამუშავების ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს საუნივერსიტეტო სწავლებაში ქიმიური ტექნოლოგიის ისეთი სპეც. კურსის შეტანა, რომელიც მეტად აქტუალურია რადგან სტუდენტი იძენს უნარ-ჩვევებს გამოიყენოს ფუნდამენტური მეცნიერებების მიღწევები თანამედროვე საწარმოო პროცესების დაპროექტების დროს; გაითვალსწინოს ის ძირითადი მახასიათებლები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნედლეული, ენერგეტიკა, აპარატურა, ეკონომიკა და ეკოლოგია. მოცემულ მიმართულებაში ზოგად საკითთხთა შორის განიხილება: ქიმიური ტექნოლოგიის არსი და შინაარსი, კანონზომიერებანი და მეთოდები, ნედლეული, ენერგიის წყაროები, კონსტრუქციული მასალები. ქიმურ საწარმოებში პროცესების კლასიფიკაცია დამყარებულია ძირითად კანონებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ამ პროცესების სიჩქარეს, როგორიცაა: ჰიდროდინამიკური, თბური, მასათა ცვლის (დიფუზიური), მექანიკური, ქიმიური (სარეაქციო).  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის შედეგია ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების სრულყოფა და ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესების მოდელირება. ეს არის უმოკლესი გზა ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული კვლევებიდან მსხვილ საპროექტო გაანგარიშებამდე. თანამედროვე ეტაპზე ქიმიკოს-პროგრამისტები ცდილობენ შექმნან ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები, რაც შესაძლებელს ხდის მინიმალურ დროში მოხდეს როგორც დაბალ ისე მაღალტონაჟიანი ქიმიურ-ტექნოლოგიური საწარმოების დაპროექტება. სწორად შედგენილი ტექნოლოგიური გაანგარიშებები, სადაც ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეკოლოგიური ხარჯები მინიმუმამდე არის დაყვანილი იძლევა _ რენტაბელურ, უდანაკარგო, და მომგებიან წარმოებას. ასეთ საწარმოთა დაპროექტებას და საწარმოო პროცესების წარმართვას შეძლებენ მხოლოდ თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტები.  
დასაქმების სფეროები ქიმიურ-ტექნოლოგიური პროფილის ნებისმიერი ორგანული ტექნოლოგიის წარმოება-დაწესებულებები. ბათუმის ცხიმების კომბინატი. წეროვანის საპნის წარმოება.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა ქიმიური ტექნოლოგიის ბაკალავრი  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას