ქიმიური, ბიოქიმიური და სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიური პროცესების ინჟინერინგი

პროგრამის დასახელება ქიმიური, ბიოქიმიური და სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიური პროცესების ინჟინერინგი
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერ-ტექნოლოგიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ფრთე პროფილის ინჟინერ-ტექნოლოგების მომზადება. მომზადებულ სპეციალისტებს შეეძლებათ იმუშავონ სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო, საორგანიზაციო-მმართველობითი და პედაგოგიური მიმართულებებით მეცნიერებისა და ტექნიკის წამყვან დარგებში: ქიმიაში, ბიოქიმიაში და მეტალურგიაში. წარმოდგენილი სამაგისტრო პროგრამის მიხედვით აღნიშნულ დარგებში მაგისტრების მომზადება აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების, ავტომატიზირებული ხაზების, მცირე და საშუალო წარმოებების ორგანიზებისა და დანერგვის პრობლემების გადასაწყვეტად. სამაგისტრო პროგრა ითვალისწინებს ქიმიური, ბიოქიმიური და მეტალურგიული წარმოებების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების მათემატკური მოდელირებისა და მართვის უახლესი მეთოდების, მოწყობილობების, კომპიუტერების და თეორიული საფუძვლების შესწავლასა და გამოყენებას. სალექციო კურსთან, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა დარგის წარმოებებში საწარმოო პირობებში კონკრეტული დავალებებისა და სამუშაოების შესრულება. ძირითადი თექნოლოგიური პროცესების ინჟინირინგის მიმართულებით.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული უნდა ფლობდეს ქიმიური, ბიოქიმიური და მეტალურგიული წარმოებების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების, ანალიზის, იდენტიფიკაციის და მართვს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებსა და მეთოდებს. კერძოთ, იგულისხმება ჰიდროდინამიკური, თბო-და მასაგადაცემის, ფაზური გარდაქმნების, ქიმიური რეაქციების, პროცესებისა და აპარატების საიმედო მუშაობისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფას. ტუმბბოების სეპარატორების ცენტრიფუგების, ფილტრპრეცების, თბომცვლელების, ამაორთქლებლების, ექსტრაქტორების, დიფუზორების, სარექტიფიკაციო სვეტების. რეაქტორების, საქვაბეაგრეგატების, ბრძმედის ღუმელის და სხვა დანადგარების მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების შერჩევის, დაგეგმარების, ენერგო- და ეკოლოგიური უსაფრთხოების შემუშავებისა და ეკონომიკური ასპექტების მეცნიერული ანალიზის უნარ-ჩვევების ათვისებას. კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს: სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ამოცანებისა და პროგრამების ფორმულირება; თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების მეთოდიკის დამუშავება, კვლევების ჩატარება, კვლევის შედეგების დამუშავება და განზოგადება, თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების ახალი მეთოდების გამოყენება .სხვადასხვა დანიშნულების პროცესებისა და დანადგარების პერსპექტიული პროექტებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების და მოწყობილობების დამუშავება; ექსპლუოტაციაში მყოფი ობიექტების მუშაობის ოპტიმალური სამრეწველო-ტექნოლოგიური რეჟიმების განსაზღვრა; პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობის ჩატარება სტუდენტებთან და საკურსო და სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელობა; მონაწილეობის მიღება სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებაში. შრომითი კოლექტივების მუშაობის ორგანიზაცია და მათი მოქმედების კოორდინაცია; კომპრომისების მოძებნა და გადაწვეტილებების მიღება აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში.  
დასაქმების სფეროები სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია მუშაობა: მრეწველობის ნებისმიერ დარგში, როგორიცაა ქიმიური და ნავთობქიმიური, ბიოქიმიური, კვების, ფარმაცეტიული. მსუბუქი, ლითონდამამუშავებელი, სათბობისა და ნავთობგადასამუშავებელი, შავი და ფერადი მეტალურგიის და სხვ. ქალაქებისა და დასახლებული ობიექტების, სასოფლო-სამეურნეო რაიონების მეურნეობებში, ნედლეულის პირველადი გადამუშავების ქარხნებში და აგროსამრეწველო კომპლექსებში, ქიმიის, ბიოქიმიის, მეტალურგიის წამყვან ობიექტებზე, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებეში, უმაღლეს სკოლებში, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებში, საშუალო-სპეციალური განათლების სასწავლებლებში, წარმოება-დაწესებულებებში არსებულ საპროექტო განყოფილებებში, ლაბორატორიებში, ცალკე ფუნქციონირებად სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში და ანალოგიურ ორგანიზაციებში, სამრეწველო საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო რაიონების წარმოებების სისტემებში. გარდა აღნიშნულისა, მაგისტრის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების დასაქმება შესაძლებელია სახელმწიფო_მმართველობით ორგანოებში. მათ ეძლევათ საშუალება სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობისა..  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა საინჟინრო მეცნიერებათა და აგროინჟინერიის ბაკალავრი  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას