კონდენსირებული ფირების, დანაფარების და ნანომასალების ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება კონდენსირებული ფირების, დანაფარების და ნანომასალების ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  თანამედროვე ტექნიკური პროგრესი მოითხოვს არსებული საკონსტრუქციო მასალების სრულყოფას და ახალი, უნიკალური თვისებების მქონე ლითონური თუ არალითონური მასალების შემუშავებასა და კვლევას. სწორედ ამ მოთხოვნებმა მისცა ბიძგი მასალათმცოდნეობის ახალი მიმართულების, ე.წ. ნანომასალათმცოდნეობის (ნანოტექნოლოგიების) ჩამოყალიბებას, რაც განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალი ტემპებით ვითარდება. ნანოტექნოლოგიების შემდგომი სრულყოფისა და წარმოებაში მისი დანერგვის წინაპირობას კი საწყისი, ნანოსტრუქტურის მქონე მასალების მიღების ეკონომიური და მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიების შემუშავება და კვლევა წარმოადგენს. ფრიად აქტუალურია აგრეთვე განსაკუთრებული თვისებების უზრუნველყოფის მიზნით ლითონური თუ არალითონური მასალების ზედაპირზე სხვადასხვა სახის (ნანოსტრუქტურული, მხურვალმედეგი, მხურვალმტკიცე, კოროზიამედეგი, მაგნიტური, ელექტროსაიზოლაციო და ა.შ) დანაფარების დატანის ტექნოლოგიური პროცესების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგია ერთ-ერთ პრიორიტეტულს წარმოადგენს მსოფლიოში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია კონდენსირებული ფირების, დანაფარებისა და ნანომასალების წარმოების მიმართულებით მასალათმცოდნეობის მაგისტრის მომზადება, რომლებიც შეისწავლიან ნაკეთობის ზედაპირზე სუფთა ლითონების, შენადნობებისა და არალითონური მასალების დატანისა და ნანოსტრუქტურის მქონე ფხვნილთა და დანაფარების წარმოების ტექნოლოგიას საწყისი მასალის ელექტრონული სხივით აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციის გზით; შეისწავლიან ნანომასალებისა და დანაფარების შედგენილობას, ნანოსტრუქტურას, თვისებებს და მათ შორის ურთიერთკავშირს; აგებულებისა და თვისებების კანონზომიერი ცვლილებების ხასიათს ტექნოლოგიურ პარამეტრებზე დამოკიდებულებით და თერმული ზემოქმედების გავლენით. გეგმით გათვალისწინებული საგნების შესწავლით კურსდამთავრებულს გამო-უმუშავდება სწორი მიდგომა პროგრესული, უახლესი ტექნოლოგიების მიმართ და შეიძენს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც მას საინჟინრო და მეცნიერული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტაში დაეხმარება.  
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულებისა და მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდეგ კურსდამთავრებულს სრულად ექნება ათვისებული ელექტრონული სხივით აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციის გზით თხელი ფირების, რენტგენოსტრუქტურულად ამორფული, ნანოგანზომილების მქონე ფხვნილთა და დანაფარების მიღების ტექნოლოგიური პროცესები, რაც დღეს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სპეციალისტი შეძლებს კონკრეტული შედგენილობის ფუძეშრეზე შესაბამისი დანიშნულებისა და თვისებების მქონე დანაფარის მისაღებად ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას; ფუძეშრესა და დანაფარს შორის სასურველი ადჰეზიის უზრუნველსაყოფად ფუძეშრის ზედაპირის მომზადების ხერხის დადგენას ან რეაქტიული დიფუზიის წარმართვისათვის აუცილებელი პირობების სწორად შერჩევას შესაბამისი სისტემის შენადნობთა მდგომარეობის დიაგრამის ანალიზის საფუძველზე; ნანოსტრუქტურული ფხვნილების შემადგენელი ნაწილაკების ზომების განაწილების ხასიათის დადგენას, მათი მორფოლოგიისა და სტრუქტურის შესწავლას; გარემო პირობების გავლენის დადგენას დანაფარებისა და ნანოფხვნილთა ზედაპირის აგებულებასა და ქიმიურ შედგენილობაზე. მიღებული კვალიფიკაცია ახალგაზრდა სპეციალისტს კომპეტენციას აძლევს დაიკავოს მაღალი საინჟინრო თანამდებობები როგორც თერმულ საამქროებში, ისე ფხვნილთა მეტალურგიის საწარმოებსა და ლაბორატორიებში, მათ შორის საინჟინრო ფიზიკის პროფილის ლაბორატორიებში; გააგრძელოს სწავლა საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო ცენტრებში დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად; დასაქმდეს სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.  
დასაქმების სფეროები მასალათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდეგ სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს შემდეგ სფეროებში: _ მანქანათმშენებლობა; _ ენერგეტიკა; _ მეტალურგია; _ ჩარხმშენებლობა და საიარაღო წარმოება; _ ავიამშენებლობა; _ ელექტრონიკა; _ მრეწველობის სხვა დარგები. ასევე შეიძლება იმოღვაწეოს სამეცნიერო-კვლევით და უმაღლესი განათლების ინსტიტუტებში.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა აუცილებელია მინიჭებული ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას