სილიკატური, სამედიცინო და სპეცდანიშნულების მასალების ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება სილიკატური, სამედიცინო და სპეცდანიშნულების მასალების ტექნოლოგია
სწავლების საფეხური მაგისტრატურა 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ინჟინერიის მაგისტრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი 
მიზანი  სილიკატურ მასალათა (ცემენტი, თაბაშირი, მინისა და კერამიკის სამშენებლო და საყო-ფაცხოვრებო ნაწარმი, სითბო- და ბგერასაიზოლაციო მასალები და სხვ.) ტექნოლოგიები, თანამედ-როვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, საჭიროებს სრულყოფას. ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა განსაზღვრავს საკვლევ-საძიებელი სამუშაოების ჩატარებას, რომელთა საბოლოო მიზანია მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების ეკონომია, პროდუქციის ხარისხის ზრდა, ტექნოლო-გიურ პროცესებში მეტი ოდენობით კომპლექსური ბუნებრივი ნედლეულის და წარმოებათა ნარჩენების გამოყენება, ახალი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე პროდუქციის შექმნა და სხვ.

თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი უშუალოდ უკავშირდება სილიკატური ფუძის მქონე ახალი მრავალფუნქციონალური მასალების შექმნას, კვლევას და პრაქტიკულ გამოყენებას. ასეთი მასალები ხშირად უნიკალური თვისებების მატარებელია და ისინი ფართოდ შეიძლება იქნან გამოყენებული მედიცინაში (სტომატოლოგია, ძვლების ენდოპროტეზირება და იმპლანტაცია), ელექტრონიკაში (ლაზერის გენერაციის ელემენტები), ელექტროტექნიკაში (იზოლატორები, ნახევარგამტარები, ზეგამტარები), ოპტოელექტრონიკაში (შუქსატარები კავშირგაბმულობაში და მედიცინაში) და სხვა სფეროებში, რაც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველს შეადგენს.

მაგისტრის აკადემიური ხარისხი ექსპერიმენტულ სილიკატური მრავალფუნქციონალური მასალების ქიმიასა და ტექნოლო-გიაში ითვალისწნებს ორწლიან (120 კრედიტი) სასწავლო პროგრამის გავლას, რაც მოიცავს როგორც თეორიული კურსის გავლას, ასევე დამოუკიდებელ კვლევით სამუშაოს.

 
სწავლის შედეგი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრი შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას სილიკატური ფუძის მქონე ფუნქციონალური მასალის მიღების, შესწავლის და გამოყენების საქმეში, დაეუფლება ქიმიკოს-ტექნოლოგიისათვის და კვლევარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, კერძოდ, მას შეეძლება:

• ექსპერიმენტის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ჩატარება;
• ექსპერიმენტისათვის ქიმიური მოწყობილობა-დანადგარების შერჩევა და მისი ჩატარების ოპტი-მალური ვარიანტის დადგენა;
• ექსპერიმენტის შედეგების სწორი შეფასება და ანალიზი;
• განხორციელებული სამუშაოს შედეგების გაფორმება სამეცნიერო პუბლიკაციის სახით

 
დასაქმების სფეროები მაგისტრატურა დამთავრებულ პირს, მაგისტრის ხარისხი მიენიჭება სპეცია-ლობით “ქიმიკოს-ტექნოლოგი”. მაგისტრის პროფესიული დასაქმების ობიექტს წარმოადგენს:

• ქიმიური პროფილის ლაბორატორიები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები;
• სილიკატური დარგის საწარმოები;
• მაღალტექნოლოგიური პროფილის საწარმოები და ობიექტები;
• განათლებისა და წარმოების მართვის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები; მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს:
• ასისტენტად
• ქიმიკოს-ტექნოლოგად საწარმოებში
• მეცნიერ-მუშაკად საკვლევ ინსტიტუტებში
• კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელად შესაბამისი დარგის საკვლევ ლაბორატორიებში ან ცენტრებში.  
ვებ–მისამართი http://ctmf.gtu.ge/site.php?f=4&site=18&ena=1
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრი  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას