ქიმიური ტექნოლოგია

პროგრამის დასახელება ქიმიური ტექნოლოგია
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი ტექნოლოგიების ბაკალავრი  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 
მიზანი  პროგრამის მიზანია: კადრების მომზადება ქიმიურ–ფარმაცევტული და კოსმეტიკური პრეპარატების ტექნოლოგიების სფეროში, რომელთაც ექნებათ მყარი ცოდნა ფარმაცევტული სისტემის (ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, საგანმანათლებლო, საერთაშორისო) შესახებ და შეძლებენ წარმატებულ მოღვაწეობას ქიმიურ– ფარმაცევტული და კოსმეტიკური ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიების სფეროში. პროგრამის ამოცანებში შედის სტუდენტისათვის სწავლების ისეთი პროცესის ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს: • სასწავლო პროგრამის თავისუფალი შერჩევის უფლებას;
• ძირითადი სპეციალობის საბაზისო კურსების დაუფლებას;
• პროგრამით გათვალისწინებული საფაკულტეტო და არჩევითი კურსების შესწავლას;
• არანაკლებ ერთი უცხო ენის შესწავლას უცხოელებთან თავისუფალი კომუნიკაციის დონეზე;
• წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების შეძენას;
• სასწავლო-პროფესიული პრაქტიკის გავლას და პროფესიული გამოცდილების მიღებას.
პროგრამა იძლევა ქიმიური ტექნოლოგიების სფეროში ქიმიურ–ფარმაცევტული და კოსმეტიკურ- ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიის სპეციალიზაციით კვალიფიცირებულ სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ცოდნის მიღების შესაძლებლობას. პროგრამაში მთავარი ყურადღება ექცევა თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზს. საბაკალავრო პროგრამა ქიმიური ტექნოლოგიების თანამედროვე თეორიასა და პრაქტიკას ეფუძნება.
• აქტუალობა. სამამულო ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საქართველოში უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ძვრა და წინსვლა მოხდა: შეიქმნა მრავალი ფარმაცევტული ფირმა, კორპორაცია, საწარმო, რომლებიც საკუთარი სამამულო პროდუქციის გამოშვებაზე არიან ორიენტირებული. შესაბამისად, წარმოდგენილი სამაგისტრო პროგრამა პასუხობს საქართველოს სამრეწველო და ეკონომიკური განვითარების მიმართულებას - ქიმიური ტექნოლოგიისა და შესაბამის საწარმოთა განვითარებას, რისთვისაც აღნიშნული სპეციალობის აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება აქტუალურ და საჭირო საქმეს წარმოადგენს.
• პრაქტიკა. სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ფარმაცევტულ ფირმებში, კორპორაციებში, საწარმოებში. თვითდაფინანსების საფუძველზე შესაძლებელია პრაქტიკის გავლა უცხოეთში.  
სწავლის შედეგი ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხი ენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ზოგადი/ტრანსფერული და ცოდნის გამოყენების პრაქტიკული უნარები, გააზრებული და გაცნობიერებული აქვთ ცოდნის ყველა ასპექტი შემდეგი მიმართულებებით: ცოდნა და გაცნობიერება.
• გააჩნიათ საბაზისო ცოდნა იმ სპეციალურ დისციპლინებში, რომლებიც გათვალისწინებულია საბაკალავრო პროგრამით
• ფლობენ ცოდნას ფარმაცევტული და პარფიუმერულ–კოსმეტიკური პრეპარატების, მასალების და სამკურნალო საშუალებების შესახებ, მათი მიღების ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობების, სამრეწველო სისტემების შესახებ.
• ფლობენ ქიმიური ტექნოლოგიის ძირითად მეთოდებს;
• აცნობიერებენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში სამამულო ფარმაცევტული პრეპარატების ტექნოლოგიების განვითარების როლს;
• აქვთ ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება/პრაქტიკული უნარები
• სამკურნალო სუბსტანციების, ფარმაცევტული პრეპარატების პარფიუმერულ– კოსმეტიკური საშუალებების წარმოება. (ფარმაცევტული პარფიუმერული ფაბრიკები, აფთიაქები) ტექნოლოგიური პროცესების, ტექნოლოგიური მოწყობილობების შერჩევის, სწორად შენახვის უზრუნველყოფის ჩათვლით.
• სამკურნალო, პარფიუმერულ–კოსმეტიკური საშუალებების დამუშავება, გამოცდა და რეგისტრაცია თანამედროვე ტექნოლოგიების დონეზე არსებული სამკურნალო პრეპარატების ოპტიმიზაცია. ბიოფარმაცევტული გამოკვლევები და კონტროლის მეთოდები საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად.
• სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების და მიღების ორგანიზაცია და მიღება. ველური რესურსების მოძიება და განსაზღვრა.
• სამკურნალო საშუალებების და სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ხარისხის კონტროლი დამუშავების, მიღების გამოყენების და შენახვის ეტაპებზე.
• სამკურნალო პრეპარატების დამზადების ტექნოლოგიის, ხარისხის კონტროლის და შენახვის მარეგლამინტირებელი პირობების, ნორმატიული დოკუმენტების დამუშავება.
• ფარმაცევტული და პარფიუმერულ–კოსმეტიკური საშუალებების დამამზადებელი საწარმოების, ფარმაცევტული ორგანიზაციების და დაწესებულებების, საქმიანობის მართვა, ძირითადი მაჩვენებლების დანერგვა. ფინანსური აღრიცხვის ორგანიზაცია. სამედიცინო, ფარმაცევტული, პარფიუმერულ–კოსმეტიკური საქონლის მარკეტინგული კვლევის წარმოება.
• სამკურნალო–პროფილაქტიკური, ფარმაცევტული–სპეციალისტებისათვის და მოსახლეობისათვის სამკურნალო და პარფიუმერულ–კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების და დამზადების საკითხებში საკონსულტაციო დახმარება
• პროექტირება, ინფორმაციული მომსახურება, წარმოების მართვის ორგანიზაცია. მეტროლოგიური უზრუნველყოფა, ტექნიკური კონტროლი. ზოგადი/ტრანსფერული უნარები.
• კოგნიტური უნარები: აქვთ ტექნოლოგიური პროცესების ძირითადი იდეებისა და აზრების გაგებისა და მანიპულირების შესაძლებლობა, ანალიზისა და სინთეზის უნარი;
• ტექნოლოგიური უნარები: აქვთ ტექნოლოგიური მოწყობილობების (ავტომატებისა და ნ/ავტომატების), კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისა და სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
• ლინგვისტური უნარები: შეუძლიათ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია შობლიურ და უცხო ენებზე.  
დასაქმების სფეროები ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს ქიმიურ–ფარმაცევტული და კოსმეტიკური პრეპარატების მრეწველობის საწარმოებში და ფირმებში, როგორც ტექნოლოგმა და ინჟინერმა. კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროებია:
• ფარმაცევტული საწარმოები, კორპორაციები და კომპანიები,
• სააფთიაქო ქსელი,
• შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები,
• პროფესიული სწავლების კოლეჯებში,
• სახელმწიფო რეგისრაციის სერთიფიკაციის, სტანდარტიზაციის და ხარისხის კონტროლის განყოფილებები. ბაკალავრს უფლება აქვს განახორციელოს ფარმაცევტული საქმიანობა მხოლოდ კვალიფიციური სერთიფიცირებული სპეციალისტის – ფარმაცევტის კონტროლის ქვეშ.  
ვებ–მისამართი http://atsu.edu.ge/faculties/Teknologiuri/geo/bak/agtsera-qimiuri%20teqnologia.pdf
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას