ფარმაცია

პროგრამის დასახელება ფარმაცია
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი მედიცინის ბაკალავრი (ფარმაცია)  
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი მედიცინის ფაკულტეტი 
მიზანი  მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფარმაციის ბაკალავრები, რათა მათ შეძლონ თანამედროვე ფარმაცევტული სექტორის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ღირსეული პროფესიული საქმიანობა.  
სწავლის შედეგი უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატში) სტუდენტები სწავლობენ ფუნდამენტურ ფარმაცევტულ დისციპლინებს (ფარმაკოლოგია, წამალთა ტექნოლოგია, ფარმაცევტული ქიმია, ფარმაკოგნოზია, ფარმაკოეკონომიკა, ბიოტექნოლოგია, ფარმაკოთერაპია) და გადიან სასწავლო პრაქტიკებს, რაც ხელს უწყობს აკადემიური და პროფესიული კომპეტენციების გამომუშავებასა და განვითარებას. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს: 1) პრაქტიკაში ბაზისური ფარმაცევტული დისციპლინების ცოდნის გამოყენება; 2) სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო სისტემის სპეციფიკის გათვალისწინება; 3) კლინიკურ კონტექსტში მოსახლეობის ინფორმირება (განათლება) და მათი მხარდაჭერა; 4) ბიოობიექტებიდან შხამების იზოლირება, გასუფთავება და იდენტიფიცირება; წამალთა ფორმების (ფხვნილები, მალამოები, აბები, მიქსტურები, სიროფები, საინექციო ხსნარები) დამზადება და სტანდარტიზაცია; სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი ანალიზის ფიზიკური და ქიმიური მეთოდების გამოყენებით; 5) სახელმწიფო ფარმაკოპეასთან, სამეცნიერო, ნორმატიულ ცნობარებსა და სხვა წყაროებთან დამოუკიდებლად მუშაობა.  
დასაქმების სფეროები კერძო ეროვნული და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები;  
ვებ–მისამართი http://atsu.edu.ge/faculties/samedicino/geo/bak/Pharmacy%20programis%20agtserqa.pdf
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობა აბიტურიენტის განათლების წინამორბედი დონეა სრული საშუალო ან მისი ექვივალენტური განათლება. აბიტურიენტს უნდა გააჩნდეს სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს მას სტუდენტის სტატუსს, ან ექვივალენტური დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (სახელმწიფოებს შორის) შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.  

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას