საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |ფაკულტეტი | სპქა

მოგესალმებით

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი მოხარულია მოგიწვიოთ მონაწილეობის მისაღებად პირველ სიმპოზიუმში ორგანულ ქიმიაში, რომელიც ჩატარდება 2009 წლის16 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში სასტუმრო "ფიროსმანში".

სიმპოზიუმი ეძღვნება ორგანული ქიმიის პრობლემებს ამ მცნების ფართო გაგებით.

ცნობილია, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელს ამიერკავკასიის რეგიონში (სასომხეთი, აზერბაიჯანი), არაერთი სამეცნიერო ჯგუფი თუ ცენტრი არის დაკავებული ორგანული ქიმიის პრობლემების შესწავლით, მათ შორის როგორიცაა ჰეტეროციკლურ, მაღალმოლეკულურ ნაერთთა, სინთეზური საღებრების, გოგირდ და ელემენტორგანული ნაერთების ქიმია, ნავთობქიმია, ორგანული კატალიზი და სხვა.

სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი იქნება წელიწადში ერთხელ თავი მოუყაროს სხვადასხვა კვლევით ცენტრებსა და ჯგუფებში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, საშუალება მისცეს მეცნიერ–მკვლევარებს მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ცენტრებისა და სამეცნიერო ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაღრმავებას. იგი ასევე საშუალებას მისცემს ახალგაზრდა მეცნიერ–მკვლევარებს გაეცნონ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში მიმდინარე კვლევის თანამედროვე ტენდენციებს, მიღწევებს, რაც, ვიმედოვნებთ, მათ პროფესიონალურ ზრდას დადებითად წაადგება.

პირველი სიმპოზიუმი ჩატარდება ქ. სიღნაღში, რომლის ორიგინალური თანამედროვე უმშვენიერესი გარემო და ისტორიული ძეგლების სინთეზი მეტად ლამაზ პირობებს შეუქმნის სიმპოზიუმის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთ გარემოში სიმპოზიუმის მონაწილეების მუშაობა მეტად ნაყოფიერი იქნება. 

საორგანიზაციო კომიტეტი გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ სიმპოზიუმში და მონაწილეობა მიიღოთ მის მუშაობაში.

საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევვთ 2009 წლის 16 ოქტომბრისათვის.