შპს მეტეორი

6 სარაჯიშვილის გამზირი, თბილისი

(+995 32) 262 37 01

meteor_drymilk@yahoo.com

www.meteor.ge


ჩვენს შესახებ

შპს "მეტეორი" შეიქმნა 2006 წელს. კომპანია სერთიფიცირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთ საგადასახად ინსპექციაში დაარსებისდღიდანვე ფირმის ძირითადი საქმიანობის სფეროა რძისა და რძის პროდუქტების (ასევე სხვადასხვა კვების პროდუქტის) ექსპორტ - იმპორტი საქართველოში. აღნიშნული პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია რეგულარულად წარმოებს მთელი წლის განმავლობაში. კომპანია "მეტეორი" ფლობს ამ სფეროში კავკასიის ბაზრის სოლიდურ ნაწილს. 2009 წლიდან ასორტიმენტს მივუმატეთ ნაღების კარაქი, კარაქი სპრედი, მცენარეული ცხიმის ნაირსახეობები. კარაქსა და მცენარეულ ცხიმს მოვიხმართ მცირე რაოდენობით, ვიდრე რძის ფხვნილებს, მაგრამ ჩვენს გეგმებში შედის ამ პროდუქტების ექსპორტ - იმპორტის გაფართოება. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი ერთგულებით და წარმატებაზე ორიენტი- რებულობით.

ფირმის მოქმედების არეალი ძირითადად საქართველოა, შედარებით მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ ექსპორტს აზერბაიჯანსა და სომხეთში. შპს "მეტეორი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესზე ორიენტირებული კომპანიაა კავკასიის მასშტაბით.

ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან უკრაინა და ბელორუსია. ურთიერთობა გვაქვს მსხვილ ტრეიოდერულ კომპანიებთან: "ჰუგვეგტი", "ოლამი", "ნავიგატორი", "პროდინვესტი", "რუმი". საქონლის იმპორტს ვაწარმოებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ლათინური ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, მცირე აზიიდან, რუსეთიდან, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ვთანამშრომლობთ უცხოეთისა ("მაერსკი", "CMA-CGM", "MSC ჯორჯია") და საქართველოს ("ინსტრა", "მულტი მოდალ სერვისი", "ჯეოტრანსი") სატრანსპორტო კომპანიებთან.

ჩვენი იმპორტირებული დაექსპორტირებული პროდუქციის ხარისხიანობას ამოწმებს საქართველოს სერთიფიკაციის ორგანოები: შპს "ეტალონი","საქსტანდარტი" და შპს "ნორმა".

საქრთველოში ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც დიდი, ასევე მცირე კომპანიები. კარგად ვიცნობთ მსოფლიოს რძის ბაზარს. ყოველ წელს ვმონაწილეობთ უკრაინაში, ბელორუსიაში, საფრანგეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და სხვა ქვეყნებში გამართულ კვების პროდუქტების გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. კომპანია "მეტეორი" ყოველთვის ცდილობს მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს ხარისხითა და ფასით საინტერესო პროდუქცია. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ფირმის სისტემატური ზრდა, ამიტომ ვცდილობთ ურთიერთობა გვქონდეს კეთილსინდისიერ და სტაბილურ პარტნიორებთან, რომლებიც შეძლებენ მოგვაწოდონ ფასითა და ხარისხით საინტერესო პროდუქტი, რათა შევინარჩუნით ლიდერობა საქართველოსა და კავკასიის ბაზარზე, მოსახლეობა და მწარმოებლები უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის მქონე პროდუქციითა და ნედლეულით.

 



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 15



წარმოებული პროდუქცია

რძის ფხვნილები და ნაღების კარაქი



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.