შპს ბარამბო

სოფ. ნატახტარი, მცხეთა

(+995 32) 291 91 81

pr@barambo.ge

www.barambo.ge


ჩვენს შესახებ

“ბარამბო” – ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2009 წლიდან ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას. საწარმოს ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მოგვცა პროდუქციის ხარისხით მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიგვეღწია.

ჩვენ ლიდერი პოზიცია გვიჭირავს საქართველოს ბაზარზე. საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, თუ როგორ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია, ეს ნიშნავს მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ ახალი, ინოვაციური და რაც მთავარია ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენთვის პირველხარისხოვანია პროდუქციის ხარისხი, რომლის კონტროლიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება. ჩვენს პროდუქციაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, რომელსაც მსოფლიო ლიდერი კომპანია “Barry Callebaut” გვაწვდის. თანამედროვე ტექნიკა და დანადგარები, უცხოელი და ქართველი ტექნოლოგების მიერ შემუშავებული რეცეპტურის ზუსტი შესრულება – ჩვენი პროდუქციის უპირატესობის საფუძველი.ჩვენი საწარმო სერტიფიცირებულია პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება ISO 9001:2008-ს და კვებითი პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს, ჩვენ ასევე ვართ ISO 22000:2005-ს სერტიფიკატის მფლობელები. წარმოების ყველა პროცესი აღჭურვილია კონტროლის შესაბამისი მექანიზმით. წარმოების პროცესს მუდმივად აკვირდება მონიტორინგის სამსახური, რომელსაც გავლილი აქვს ატესტაცია და ტრეინინგი წამყვან უცხოელ სპეციალისტებთან.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 600(20)



წარმოებული პროდუქცია

ტკბილეული, ნაყინი, შოკოლადი, საკონდიტრო.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.