შპს ვაინმენ

11 ლ. გუდიაშვილის ქ., თბილისი

(+995 32) 225 20 56; (+995 32) 225 20 57

info@wineman.ge

www.wineman.ge


ჩვენს შესახებ

სხვადასხვა სახეობის ღვინოს ანდრო ჯორჯაძის მიერ 1998 წელსდაარსებული კომპანია ვაინმენი არის ოჯახური კომპანია. კარგი და ხარისხოვანი ღვინო თავისთავად და შემთხვევით არ ჩნდება, მის შესაქმნელად ერთ-ერთი ,თუ არა მთავარი პირობაა საქმის ერთგული ადამიანების დაუღალავი შრომა. ქარხანაში ღვინის შექმნას ხელმძღვანელობს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე — რევაზ ლაშხი. იგი აკონტროლებს წარმოების ყველა პროცესს, დაწყებული ყურძნის პირველადი დამუშავებიდან დამთავრებული ჩამოსხმით, ღვინის მაღალი ხარისხის გარანტირებული შენარჩუნების პირობებში. კომპანია ვაინმენი აწარმოებს თავისი ღვინოების ექსპორტს უკრაინაში, ყაზახეთში, აშშ, ჩინეთში, ჰონკონგში, ჩეხეთში, პოლონეთში, იაპონიაში, კანადაში, ავსტრალიაში, ტაჯიკეთში და თურქმენეთში, რუსეთში. 2009 წელს ვაინმენის ტრადიციულ ხაზს დაემატა ახალი ბრენდი სახელწოდებით SANTELI. ამ ღვინოების წარმოებისათვის ყურძენი იკრიფება ახალგაზრდა ვაზებიდან. SANTELI-ის ღვინოები ხასიათდება საქართველოს მეღვინეობის გულში — კახეთში მოწეული ყურძნის ჯიშების ინდივიდუალობით. ისინი გამოირჩევიან თავისი ახალგაზრდა და ხილის ინტენსიური გამოხატულებით. კომპანიის მეღვინეების პროფესიული გუნდი ამახვილებს თავის ყურადღებას იმ დასახელებებზე, რომლებზედაც ყველაზე დიდი მოთხოვნილება ჩამოყალიბდა. კომპანია ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ისეთ საინტერესო ღვინოებს, რომლებიც თავისი მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით კარგად ერწყმის სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებს.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):



წარმოებული პროდუქცია

სხვადასხვა სახეობის ღვინო



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.