სს წყალი მარგებელი

სოფ. ნაბეღლავი, ჩოხატაური


ჩვენს შესახებ

ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხი“ ნაბეღლავის ჩამომსხმელ კომპანია სს „წყალ მარგებელთან“ ერთობლივად აწარმოებს პროდუქციას. კომპანია „წყალ მარგებელს“ 2017 წელს 20 წელი შეუსრულდა, ამ საიუბილეო თარიღს ემთხვევა გურიაში, სოფელ ნაბეღლავში, კომპანიის ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხნის გახსნა. ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით. 1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. ნაბეღლავს იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): (3)



წარმოებული პროდუქცია

ნაბეღლავი, ბახმარო, ჯეო ნატურა, ბუღა, მოჰიტო.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.