სარაჯიშვილი

4 დავით სარაჯიშვილის გამზირი, თბილისი

(+995 32) 255 44 44

info@sarajishvili.ge

www.sarajishvili.ge


ჩვენს შესახებ

ქვეყანაში, სადაც ვაზისა და ღვინის წარმოება ათასწლეულებს ითვლის, ქართული ღვინის ბრენდი შედარებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა და ის დიდი მეწარმის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ეპოქაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჟურნალ-გაზეთების, სტამბების, „წერა კითხვის-გამავრცელებელი საზოგადოების,“ პირველი ქართული თეატრისა და „ეროვნული ბანკის“ პარალელურად პირველი ქართული ღვინის ბრენდის ქარხანაც ჩნდება. პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს პირველი პროდუქტიც გამოუშვა. 1889-1912 წლებში დავით სარაჯიშვილის ღვაწლმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქართული ბრენდი - პარიზის, ბრიუსელისა და ჩიკაგოს გამოფენებზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა. 1913 წელს კი კომპანიამ განსაკუთრებული წოდება „რუსეთის იმპერატორის კარის მომწოდებელი“დაიმსახურა. მუდმივმა შემოქმედებითმა ძიებამ, საქმის სიყვარულმა და წინსვლის სურვილმა შექმნა საუკეთესო ქართული ღვინის ბრენდის მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილის სახლი“.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 150



წარმოებული პროდუქცია

კონიაკი, ღვინო.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.