ექსტრამითი

124 ზურა ანჯაფარიძის ქ., ქუთაისი

(+995 431) 22 22 42

info@extrameat.ge


ჩვენს შესახებ

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ექსტრამითი“ 2010 წლიდან ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების საწარმო უკრაინელი ტექნოლოგის ხელმძღვანელობით 3 ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ესენია ხორცპროდუქტები, თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები. 2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა.

„ექსტრამითი“ უცვლელი სახელითადაღირებულებებით, თუმცა ახალისახით, ახალი ხედვითა და მიდგომებით ქართულ ბაზრზე წარსდგა. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში შექმნას გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ოჯახური შემართებითაა დამზადებული. კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია უწყვეტად განაგრძობს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებას და მათ მომზადებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სწორედ ამიტომ კომპანიაში დანერგილია საერთაშორისო სერთიფიკატები: HACCP 9001 - წარმოების პროცესების მართვის სისტემა, ISO 9001 - ხარისხის მართვის სისტემა და ISO 22000: - სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა. ასევე აღსანიშნავია არაგენმოდიფიცირებულობის სერთიფიკატი - NON-GMO. სურსათის ეროვნული სააგენტო – 2016 წლის 7 აპრილიდან კომპანია „ექსტრამითს“ მინიჭებული აქვს სალიცენზიო მოწმობა , რომლის მიხედვითაც კომპანიას უფლება აქვს აწარმოოს ბავშვთა კვების პროდუქტები . ჩვენ ვართ გუნდი , რომელიც ორიენტირებულია შექმნას ღირსეული პროდუქტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. “საკვები ოჯახისთვის” - ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც „ექსტრამითი“ უკვე წლებია დიდი წარმატებით უძღვება.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):



წარმოებული პროდუქცია

სხვადასხვა სახის ნახევარფაბრიკატები და ხორცპროდუქტი: ხინკალი,პელმენი,სოსისი,ძეხვი.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.