სს რუსთავის აზოტი

2 მშვიდობის ქ., რუსთავი

(+995 341) 22 90 99

info@rustaviazot.ge

www.azot.ge


ჩვენს შესახებ

სს „რუსთავის აზოტი“ მდებარეობს ქალაქ რუსთავში, ქარხანას აქვს შესანიშნავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და პროდუქციის ექსპორტირების შესაძლებლობა.(რუსთავი-გარდაბანი-თბილისი- აზერბაიჯანი-სომხეთის რკინიგზა და შავი ზღვის,ბათუმის და ფოთის პორტები). “რუსთავის აზოტი“ მუშაობს საერთაშორისო რეგულაციების,ნორმების დაცვით.კომპანიის მენეჯმენტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს,როგორც გარემოს,ასევე თანამშრომლების უსაფრთხოებას.კომპანიას გააჩნია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გარემოს დაცვის პროგრამა და წარმოების პირობები ყოველთვის შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.საწარმო არის ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია.სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, სადაც დასაქმებულია 2000-ზე მეტი თანამშრომელი. „რუსთავის აზოტი“ ამონიუმის გვარჯილის ძირითადი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში.მყარი პოზიციები აქვს შიდა და მსოფლიო ბაზარზე.საწარმოს სპეციალიზაცია არისმინერალური სასუქების,ასევე ამიაკის,ნატრიუმის ციანიდის,აზოტმჟავას,ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.

საპროექტო საწარმოო სიმძლავრეები: ამიაკი (1 აგრეგატი AM-600) – 200 000 ტნ/წ;
აზოტმჟავა - 372 000 ტნ/წ;
ამონიუმის გვარჯილა - 450 000 ტნ/წ;
ამონიუმის სულფატი - 140 000 ტნ/წ შაბიამანი - 500 ტნ/წ

 



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 2032



წარმოებული პროდუქცია

ამიაკი, აზოტმჟავა, ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი, ნატრიუმის ციანიდი, აზოტი, ჟანგბადი.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.