არემჯი

ალექსიძის III ჩიხი 1. თბილისი

+995 32) 247 45 45

info@richmetalsgroup.com

www.richmetalsgroup.com


ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო- მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული.კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით).

„არემჯის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონები (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი) კი შემდგომში ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.

„არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ საქართველოში და ბოლნისის რაიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. ორივე კომპანიაში 3000-მდე ადამიანი მუშაობს,რომელთა 90% ადგილობრივი მოსახლეა.2011-2014 წლებში „არემჯიმ“ საქართველოში 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

 



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 3000



წარმოებული პროდუქცია

ოქრო და სპილენძი



საკვანძო სიტყვები

ოქრო და სპილენძი



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.