ფარმაცევტული ტექნოლოგია

ჯი-ემ-პი

ტელ: -

ელ–ფოსტა: -

ვებ–გვერდი: http://www.gmp.ge

მისამართი: -


ინფო: ქართული ფარმაცევტული საწარმო ჯი-ემ-პი დაარსდა 2000 წელს პე-ეს-პე ჯგუფის მიერ.
ჯი-ემ-პი არის პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმო, რომელიც მუშაობს GMP-ის სტანდარტების დაცვით და სრულად აკმაყოფილებს ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს.
ჯი-ემ-პი-ის მისიაა ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისათვის უახლესი თაობის მედიკამენტები, და უზრუნველყოს ისინი თანამედროვე მედიცინის მიღწევებით.
ჯი-ემ-პი-იმ მიზნად დაისახა ინოვაციური, უახლესი თაობის გენერიული პრეპარატების წარმოება.
დღეს ჯი-ემ-პი ყველაზე მსხვილი და სრულყოფილი საწარმოა მთელს კავკასიაში. საწარმოში 100-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული, რომლებიც დღეს უკვე 100-ზე მეტი დასახელების პრეპარატს აწარმოებენ.
ჯი-ემ-პიმ 2004 წელს მიიღო ISO 9001: 2000 სერტიფიკატი, რომელიც ამტკიცებს კომპანიაში ხარისხის მართვის და კონტროლის სისტემის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან 2007 წელს საწარმოში ჩატარდა აუდიტი დამოუკიდებელი ბრიტანელი ექსპერტების მიერ. მათი დასკვნების საფუძველზე კომპანიას მიენიჭა GMP- ს (Good Manufacturing Practice) სერტიფიკატი , რაც იმის დასტურია, რომ ქართულ ფარმაცევტულ საწარმო ჯი-ემ-პი-ში მედიკამენტების წარმოების პროცესი შეესაბამება ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს.

პე–ეს–პე

ტელ: (995 32) 18 51 11

ელ–ფოსტა:

ვებ–გვერდი: http://www.psp.ge/

მისამართი: თბილისი, 0112, დავით აღმაშენებლის გამზ. , 148/III


ინფო: კომპანიის სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის "Paulatim Summa Petuntur" აბრევიატურას წარმოადგენს და ქართულად ნიშნავს "ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ". პე-ეს-პე 1995 წლის 3 მაისიდან ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.თავდაპირველად პე-ეს-პეს დანერგვის ცენტრი ანუ სადისტრიბუციო კომპანია შეიქმნა, რომელიც საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში პე-ეს-პე იყო პირველი კომპანია, რომელმაც უცხოეთთან დაამყარა ურთიერთობა და ამ ურთიერთობებში წამყვანი საქართველოს მოსახლეობის ინტერესი გახლდათ.
პე-ეს-პეში პრიორიტეტული მიმართულებებია მედიკამენტების წარმოება ფარმაცევტული საწარმო GMP-ის ბაზაზე, ლიდერობა ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი, დისიტრიბუციის, სააფთიაქო ქსელის, საავადმყოფოების ქსელის და სადაზღვეო სექტორის განვითარება.
პე-ეს-პე ერთადერთი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში რომელსაც აქვს საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე, ინოვაციური ფარმაცევტული საწარმო კავკასიაში - GMP (www.gmp.ge).

ავერსი

ტელ: (995 32) 98-78-60

ელ–ფოსტა: info@aversi.ge

ვებ–გვერდი: http://www.aversi.ge

მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 148/2


ინფო: ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა. მედიკამენტების შემოტანით დაწყებული ბიზნესი, ფარმაცევტული ქსელის დაფუძნების წინსვლად იქცა. კომპანიის მასშტაბი თანდათან გაფართოვდა. ავერსი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. დღეს მისი სააფთიაქო ქსელი 200-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. თუმცა კომპანიის საქმიანობის არეალი აქ არ სრულდება - შეიქმნა ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი", დაიწყო მასშტაბური პროექტი - "ავერსის კლინიკათა" ქსელის მშენებლობა. მსოფლიო დონის კლინიკები უკვე გაიხსნა მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში და თბილისში გაიხსნა ავერსის ცენტრალური კლინიკა.
კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთ უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი შეაქვს.


1


 

უკან

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას