შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

როგორ მოვვერცხლო სპილენძი თუ შეგიძლიათ დაწვრილებით ამიხსნათ
გივი არჩიკვიძე

პასუხი:.

მოვერცხვლა და მოოქროვება გამოიყენება არაკეთილშობილი ლითონების დეკორატიული დანაფარების მისაღებად. მოვერცხვლის წინ უნდა მოხდეს ნაკეთობის განცხიმვა ორგანულ გამხსნელში (CCI4 ან C6H6). განცხიმვის ხანგრძლივო¬ბა მერყეობს 3-დან 20 წთ-მდე და დამოკიდებულია ნაკეთობის ზომაზე და ხსნარის კონცენტრაციაზე. განცხიმვა აცილებს ნაკეთობის ზედაპირზე არსებულ მინერალურ ცხიმებს. განცხიმვის შედეგად იზრდება დანაფარის შეჭიდულობა ფუძესთან და მიღებული დანაფარი მაღალი ხარისხისაა. თუ ორგანულ ხსნარში განცხიმვა საკმარისი არ არის, მიმართავენ ელექტროქიმიურ განცხიმვას. განცხიმვა ხდება ელექტროლიტში, რომლის შემადგენლობაა:NaOH(20-30გ/ლ), CaCO3(20-30გ/ლ), Na3PO4(50-60გ/ლ), თხევადი მინა(5-10გ/ლ), ელექტროლიზი მიმდინარეობს 800C ტემპერატურის და 3-10ა/დმ2 დენის სიმკვრივის პირობებში. თავდაპირველად ნაკეთობა

მუშაობს, როგორც კათოდი (2-15წთ), ხოლო შემდეგ, როგორც ანოდი (3-4 წთ). ელექტროლიზური განცხიმვის შემდეგ დეტალს რეცხავენ ცხელი(80-90 0C) და ცივი გამდინარე წყლით.

ვერცხლის დეკორატიული დანაფარების მისაღებად ანოდი აუცილებლად სუფთა ვერცხლია,ხოლო ელექტროლიტის შემადგენლობა

ასეთია :

• AgCN (50-60გ/ლ), KCN (40-50გ/ლ), K2CO3 (40-50გ/ლ).

• KCN(35-45გ/ლ), AgCl(30-35გ/ლ), K2CO3 (40-50გ/ლ).

ორივე შემთხვევაში ელექტროლიტის ტემპერატურა არ უნდააჭარბებდეს 18-25°C , დენის სიმკვრივე 0.1-0.5 ა/დმ2.

თუ გვინდა, რომ მივიღოთ მბზინვარე დეკორატიული დანაფარი ელექტროლიტის შემადგენლობაში შეაქვთ ბზინვარების წარმომქმნელი დანამატი ნატრიუმის თიოსულფატი (Na2S2O3), ან გოგირდნახშირბადი (CS2).

ციანური ელექტროლიტების ტოქსიკურობის გამო ხშირად გამოიყენება არაციანური ელექტროლიტებიც, რომელთა შემადგენლობაც ასეთია:

• AgCl (40გ/ლ), K4[Fe(CN)6 ](200გ/ლ), K2CO3(20გ/ლ), ელექტროლიტის

ტემპერატურა 25-600C , დენის სიმკვრივე 1,0-1,5ა/დმ2

• AgNO3 (60-70გ/ლ) NaOH(15-18გ/ლ), ტრილონ ბ (70-100გ/ლ),

NH4NO3(32-40გ/ლ),NH4OH (PH 9.5-10.5),ელექტროლიტის ტემპერატურა 18-250C ,

დენის სიმკვრივე 0,3-0,8ა/დმ2.

დაფარვის შემდეგ ნაკეთობას რეცხავენ ცხელი (90 °C ) და ცივი გამდინარე წყლით 3-4წთ, შემდეგ აშრობენ საშრობ კარადაში 70-110°C -ზე.

შეკითხვას პასუხობს: დოქტორი: ნინო დონაძე

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები