შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ვმუშაობ ნავთობპროდუქტების ლაბორატორიაში, კერძოდ ტრანსფორმატორის ზეთებზე.მაქვს ახალი უკრაინული ხელსაწყო (APCM-4), რომელიც მომცემს საშუალებას განვსაზღვრო ტრანსფორმატორის ზეთის დაჟანგვისადმი სტაბილურობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქიმური პარამეტრია ტრანსფორმატორის ზეთების ტესტირების დროს.ხელსაწყოს პასპორტში მოცემულია მისი მუშაობისათვის აუცილებელი- სილიციუმორგანული სითხე (სილიკონის სითხე) ПФМС-4 ან პოლიმეთილსილოქსანური სითხე ПМC-60.საქართველოში და უკრაინაში ვერ მოვიძიეთ აღნიშნული სითხე. ხომ ვერ მეტყოდით ამ სითხის ანალოგი უცხოური სილიკონის სითხე თუ არსებობს და სად შეიძლება მისი შეძენა.გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ გიხდით მადლობას.
ნანა.

პასუხი:.

"ПМC-60 ესაა პოლიმეთილსილოქსანური, ხოლო ПФМС-4 მეთილფენილსილოქსანური პოლიმერი.
აღნიშნულ ნოვთიერებებს უშვებს რედკინოს (მოსკოვთან ახლოს), დანკოვოს ქარხნები «Кремний полимер». ან უკრაინაში Запорожский завод «Кремний полимер». ნივთიერებების შესაძენად უნდა მიმართოთ აღნიშნულ ქარხნებს.
დასავლეთში შეძენის მიზნით უნდა მოძებნოთ ფირმა ABCR-ში შესაბამისი მოლეკულური მასის და ფიზიკურ–ქიმიური მონაცემების სითხეები.

შეკითხვას პასუხობს პროფ. ომარ მუკბანიანი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები