შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

შესაძლებელია თუ არა წითელი კომბოსტოსაგან უნივერსალური ინდიკატორის დამზადება, და თუ კი როგორ? მადლობთ ყურადღებისათვის.
ლაშა ბერიძე

პასუხი:.

ინდიკატორის მიღება წითელი კომბოსტოდან

I ვარიანტი:

დავაქუცმაცებთ წითელ კომბოსტოს ფურცელს და შევსრესავთ მას ფაიფურის როდინში სპირტისა და წყლის ნარევის (1:1) მცირე მოცულობასთან. გამონაწური მიიღებს იისფერ შეფერილობას, ვინაიდან კომბოსტოს ქსოვილიდან ექსტრაგირდება რუბრობრასიცინი, რომელიც მცენარეული ბუნების ფუძე-მჟავურ ინდიკატორს წარმოადგენს.

II ვარიანტი:

დავაქუცმაცებთ წითელ კომბოსტოს ფურცელს, ჩავყაროთ წყლიით სავსე ჭურჭელში და ვადუღოთ მანამ, სანამ ხსნარის შეფერილობა არ იქნება იისფერი, შემდეგ ხსნარი გავაცივოთ და გავფილტროთ.

შეკითხვას პასუხობს: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი მერი გაბელია

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები