შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ა)როგორ განვასხვავოთ ბუნებრივი ბოჭკო სინთეზური ბოჭკოსაგან? ბ)რატომ იყენებენ ბოჭკო კაპრონის მისაღებად ეტა-ამინოკაპრონმჟავას და არა ალფა,ბეტა,გამა-ამინოკაპრონმჟავას?
მერაბ გზირიშვილი

პასუხი:.

ა. სხვადასხვა წარმოშობის საფეიქრო ბოჭკოს ერთმანეთისგან განასხვავებენ სხვადასხვა მეთოდით. ყველაზე მარტივი მეთოდია ბოჭკოების წვა. წვისას ადგენენ წვის შედეგად გამოყოფილი პროდუქტების სუნს. ნარჩენების ხასიათს და წვის სიჩქარეს. ამისათვის ქსოვილიდან იღებენ რამოდენიმე ძაფს და ფრთხილად შეაქვთ ალში.

ბამბა და ჰიდრატცელულოზის ბოჭკოები არ ლღვებიან ალთან მიტანისას. არ იცვლიან ფორმას ალთან მიტანისას. იწვიან ლღობის გარეშე. დაწვის შემდეგ წარმოქმნიან ბაც ნაცრისფერ ფერფლს. შეიგრძნობთ დამწვარი ქაღალდის სუნი.

მატყლი და ნატურაალური აბრეშუმი ალთან მიტანისას იწვიან ნელა, ლღვებიან, ამ დროს შეიგრძობთ დამწვარი ბუმბულის სუნს. წვის დროს წარმოიქმნება შავი ბურთულა, რომელიც ადვილად იფხვნება.

აცეტატის, ტრიაცეტატისა და ნიტრონის ბოჭკოები ალთან მიტანისას ლღვებიან , ხოლო ის ნაწილი, რომელიც არ ლღვება, არ კლებულობს სივრცეში. ალიდან მოცილებისას ბოჭკოები განაგრძობენ წვას - ლღვებიან. ნარჩენი საშუალო სიმაგრის ბურთულაა. აცეტილცელულოზის ბოჭკოების წვისას შეიგრძნობა ძმარმჟავას სუნი, ნიტრონი იწვის დამახასიათებელი სუნის გარეშე.

სინთეზური ბოჭკოები (კაპრონი, ლავსანი) ალტან მიტანისას ლღვებიან დამახასიათებელი სუნის გარეშე. ნარჩენი მუქი ფერის მყარი ბურთულაა. ბოჭკოების ნალღობიდან შეიძლება ძაფების გაწელვა.

ასევე ამოწმებენ ნიმუშების სიმტკიცეს გაგლეჯაზე.

ბ. კაპრონი მიიღება პოლიკონდენსაციის რეაქციის შედეგად. საწყისინაერთია ε-ამინოკაპრონ (ან 6-ამინოჰექსან)მჟავა

n H2N-(CH2)5-COOH &# 949 -[-NH-(CH2)5-CO-]n- + (n-1) H2O

შეკითხვას პასუხობს: ასისტ. პროფ. ირმა ლაგვილავა

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები