შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ, აზოტის მოლეკულის აღნაგობა სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირადაა მოცემული: ერთგან აღნიშნულია, რომ "ქიმიური ბმები აზოტის ატომებს შორის sp ჰიბრიდული ორბიტალების და pp ორბიტალების გადაფარვით მყარდება."- გაუგებარია, რადგან გარე შრეზე აზოტის ატომს თავისუფალი ორბიტალი არ აქვს, გათიშვა რომ მოხდეს და გაუწყვილებელი s ელექტრონი წარმოიქმნას, რომელმაც ჰიბრიდიზაცია უნდა განიცადოს. მეორე ლიტერატურაში წერია,რომ "აზოტის p ელექტრონების გადაფარვა ხდება" და ჰიბრიდულობა არ არის აღნიშნული. საინტერესოა აზოტის მოლეკულის აღნაგობა, პასუხისათვის წინასწარ გმადლობთ.
დონარა ბაზალელი

პასუხი:.

აზოტის ატომი მოიცავს 5 ელექტრონს გარე სავალენტო შრეზე: 2s2 2p3. აზოტის N2 წარმოქმნისას ადგილი აქვს სამი გაუწყვილებელი p ელექტრონის გადაფარვას (p-p). აზოტის ატომის მოვალენტური რადიუსი საკმადო მცირეა (0.07 ნმ), ამიტომ აზოტის მოლეკულაში აზოტის ატომები საკმაოდ ახლოს განთავსდებიან და წარმოქმნიან მდგრად კავშირს. სამმაგი ბმის დისოციაციის ენთალპია 946 კკალ/მოლს შეადგენს და ორჯერ აღემატება O=O ორმაგი ბმის დისიციაციის ენთალპიას.

შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge