შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

რა პროცესები მოხდება კათოდზე და ანოდზე KAl(SO4)2-ის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს? დაწერეთ რეაქციათა ელექტრონულ-იონური განტოლებები.

პასუხი:.

KAl(SO4)2-ის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს K+ და Al3+ აღდგენა კათოდზე არ წარიმართება, რადგან მათი აღდგენა მოითხოვს მეტ ენერგიას (K+ და Al3+ სტანდარტული პოტენციალები ძლიერ უარყოფითია).

ელექტროლიზის დროს კათოდზე აღდგება წყლის მოლეკულა წყალბადის გამოყოფით, ხოლო ანოდზე კი წყლის მოლეკულა დაიჟანგება ჟანგბადის გამოყოფით.

მიმდინარე ელექტროლიზის ელექტრონულ-იონური განტოლება შეიძლება გამოვსახოთ შესაბამისი ტოლობებით:

ამრიგად, KAl(SO4)2 -ის წყალხსნარის ელექტროლიზის შედეგად წყალი დაიშლება წყალბადისა და ჟანგბადის გამოყოფით (იგულისხმება, რომ გამოყენებულია უხსნადი ანოდი). K+ და Al3+ აღდგენა კათოდზე შესაძლებელია მხოლოდ ნალღობის ელექტროლიზის შედეგად.

შენიშვნა:

ტექნიკაში კალიუმი მიიღება KCl -ის ნალღობის ელექტროლიზით, ხოლო ალუმინი კი Al2O3 -ისა და Na3AlF6 -ის ნარევის ნალღობის ელექტროლიზით.



შეკითხვას პასუხობს: პროფესორი ჯემალ შენგელია

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები