შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

ახლახანს ვნახე ინტერნეტში ესეთი ცდა: ნატრიუმის კარბონატი გახსნეს ცხელ წყალში და შიგ მოათავსეს ალუმინის ფირფიტა. რეაქცია მაშინვე დაიწყო ბუშტულების გამოყოფით რომელიც წყალბადი იყო. ახსნაში ეწერა რომ ნატრიუმის კარბონატი ცხელ წყალში ჰიდროლიზაციას განიცდის რის შემდეგაც წარმოიქმნება ნატრიუმის ჰიდროქსიდი და ნახშირმჟავა. ნახშირმჟავა უცბად იშლება ხოლო ნატიუმის ჰიდროქსიდი კი რეაქციაში შედის ალუმინთან. ამის შემდეგ მეც გავიმეორე ცდა და ზუსტად იგივე მოხდა. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რატომ განიცდის ჰიდროლიზს ნატრიუმის კარბონატი ასე ადვილად წყალში, როდესაც მის დასაშლელად 1000-ზე მეტი გრადუსია საჭირო?
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

ნატრიუმის კარბონატის დაშლის ტემპერატურა 1000 გრადუსი მოცემულია მშრალ მდგომარეობაში. წყალხსნარში იგი განიცდის ჰიდროლიზის რეაქციას, რომლის დროსაც გამოიყოფა თქვენს მიერ ნახსენები ნახშირმჟავა. იგი ადვილად იშლება ნახშირორჟანგის გამოყოფით და ხსნარი იძენს ტუტე არეს.

რაც შეეხება წარუმატებელ ცდას ალუმინთან. ალუმინი ჰაერზე იჟანდება და იფარება ალუმინის ოქსიდით, რომელიც ალუმინისაგან განსხავებით შედარებით ინერტულია. ალუმინის ფირფიტა ტუტესთან რომ შევიდეს რეაქციაში, წინასწარ უნდა გაიფხიკოს ინერტულ გარემოში ოქსიდური ფენის მოსაცილებლად.

შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge